დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდის, მაგრამ ამ დანაკარგების გავლენა რეგიონების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია. 

ამავე ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად, უმდიდრესი ქალაქები მოსკოვი და პეტერბურგი ნაკლებად დაზარალებულია.

"ეს განსაკუთრებით ეხება ქვეყნის ელიტურ ოჯახებს". - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

„აღმოსავლეთ რეგიონებში მსხვერპლი {უკრაინის ომში} სავარაუდოდ, პროცენტულად 30-ჯერ მაღალია, ვიდრე მოსკოვში. ყველაზე მეტად ზარალდებიან ეთნიკური უმცირესობები. ასტრახანში მსხვერპლთა დაახლოებით 75 პროცენტი ყაზახებისა და თათრების უმცირესობაზე მოდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.