აშშ-ში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების მომზადება დასრულდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
რაიდერის თქმით, ფორტ სილში 65-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა წვრთნები დაასრულა და ევროპაში დაბრუნდა.
მან აღნიშნა, რომ ამ თვის ბოლოს 4000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის კომბინირებულ წვრთნას გერმანიაში, მათ შორის ორი ბრიგადა, ერთი აღჭურვილია Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, მეორე კი Stryker-ით.
რაიდერის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა 7 ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოამზადა.