აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი Patriot-ის სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს Patriot-ის სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს, ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ.
მედიასაშუალების ცნობით, Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.
აშშ ასევე დააჩქარებს უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პროცესსაც.