შეერთებულ შტატებში მყოფი უკრაინელი სამხედროები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე წვრთნას უახლოეს დღეებში დაასრულებენ. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალური პირზე დაყრდნობით "ამერიკის ხმამ" განაცხადა.
მისივე თქმით, წვრთნების დასრულების შემდეგ უკრაინელი სამხედროები ევროპაში გაემგზავრებიან, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად დასკვნითი წვრთნები გაიარონ.
გამოცემის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკრაინაში "მომავალი კვირებში" ჩავა.
"ამერიკის ხმის" უკრაინული გამოცემის ჟურნალისტმა ოსტაპ იარიშმა, რომელიც ოკლაჰომაში ფორტ სილის სამხედრო ბაზას ეწვია, ასევე თქვა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის ცის დაცვას Patriot-ის ორი ბატარეა დაიწყებს.