ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჰაერო სივრცის დასაცავად უკრაინას უკვე გარანტირებული აქვს Patriot-ის 3 ბატარეა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
"ზუსტად დღეს ნიდერლანდების პრემიერისგან, მარკ რიუტესგან მნიშვნელოვანი ამბავი გავიგეთ, რომელიც ჩვენი შორის არსებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
უკრაინა Patriot-ის კიდევ ერთ ბატარეას მიიღებს. შესაბამისად უკვე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 ბატარეას მივიღებთ. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ვმუშაობთ ახალ გადაწყვეტებზე, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად",- თქვა ზელენსკიმ.