უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის ახალი, რიგით მესამე ბრალდება წაუყენეს. იგი 5 მილიარდ 800 მილიონი გრივნის (157 მლნ აშშ დოლარი) უკანონოდ დაუფლებაშია ეჭვმიტანილი.

"გამომძიებლების თქმით, 2013 წლიდან 2014 წლამდე კოლომოისკიმ თავის მფლობელობაში არსებული „პრივატბანკის“ თანამშრომლებისგან შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეშვეობით, სისტემატურად ფორმდებოდა ბანკის სალაროში ფიქციური ფულადი დეპოზიტების შეტანა. შემდეგ ეს თანხა კოლომოისკის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა და რეალურ უნაღდო სახსრებად იქცა", – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოლომოისკი ეჭვმიტანილია საგადასახადო დოკუმენტებით უკანონო ქმედებებში, სხვისი ქონების ხელში ჩაგდებასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრებაში. კოლომოისკი ბრალდებებს უარყოფს.

იგორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 2021 წლის მარტიდან მასზე და მის ოჯახზე აშშ-ის სანქციები ვრცელდება.

2019 წელს კოლომოისკის ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ სპონსორად ასახელებდნენ.