„ქართული ოცნების“ მიერ დღეს პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაგეგმილ  საყოველთაო-სახალხო შეკრებას, ფოთიდანაც უერთდებიან. მიკრო ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით აქციის მონაწილეები ადგილიდან 11:00 საათზე დაიძრნენ.

 როგორც ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვერცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უკეთ ვერ განსაზღვრავს, თუ როგორ შევინარჩუნოთ  ქვეყანაში მშვიდობა და ჩვენი ტრადიციები. 

,,არის სპეკულირება, რომ თითქოს ვიღაცები ძალით მიჰყავთ დღევანდელ აქციაზე, მაგრამ ამის დამტკიცება მარტივია ოქტომბერში. რაც შეეხება მიზანს, ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა  ევროპა, მაგრამ პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მიზნების, ქართული მიზნების მისაღწევად, ამისთვის საჭიროა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღოთ და ვერცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერ განსაზღვრავს, მაგალითად, უკეთესად როგორ შევუნარჩუნოთ  მშვიდობა, როგორ დავიცვათ ოჯახის ღირებულებები, ჩვენი რწმენა, ჩვენი ტრდიციები. ჩვენ ვამბობთ - ღირსებით ევროპისკენ",- განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.