ამ წუთებში ისევ გრძელდება აქცია პარლამენტის წინ. არაერთხელ დაიძაბა სიტუაცია და მოხდა დაპირისპირება სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის. არიან დაშავებულებიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ.