ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის კიევის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება თაღლითური გზით ქონების უკანონო ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. რ

ოგორც ბრალდების მხარე ამბობს, ამ გზით, კოლომოისკიმ ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა მიითვისა. კოლომოისკის შესთავაზეს გირაოას სახით 510 მილიონი გრივნა შეეტანა, რაც დაახლოებით 13 მილიონი ევროა, რაზეც მან უარი განაცხადა.

გამოძიება კი ამტკიცებს, რომ ეს თანხა ბიზნესმენმა საზღვარზე გადაიტანა და ამაში საბანკო ინფრასტქრუქტურაც გამოიყენა.