უკრაინამ ამერიკული ტანკების M1 Abrams პირველი პარტია მიიღო. ტანკები ქვეყანაში გასულ შაბათს, 23 სექტემბერს ჩავიდა, - განუცხადეს The New York Times-ს პენტაგონში, თუმცა მიწოდებული ტექნიკის რაოდენობა არ დაუზუსტებიათ.
"დარჩენილი ტანკები კიევს უახლოეს თვეებში მიეწოდება" - განაცხადეს ამერიკის თავდაცვის უწყებაში.
სულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებული განცხადებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 31 ერთეული Abrams-ის მოწოდებას დაჰპირდა, რაც რაოდენობრივად 1 ბატალიონს შეესაბამება. მოგვიანებით გერმანიაში - გრაფენვერის ბაზაზე გამოყენებისთვის უკრაინელთა მომზადება დაიწყო. კურსი აგვისტოში დასრულდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ Abrams-ებს "ძალიან სპეციფიკურ, კარგად გათვლილ" ოპერაციებში გამოიყენებენ, რათა დარტყმის ქვეშ არ მოაქციონ".