უკრაინა მზად არის ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის აზერბაიჯანიდან ევროპაში, - მოულოდნელად განაცხადა გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევში, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
აზერბაიჯანს „დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს“, 25 მილიარდი კუბური მეტრი და ჩვენ შეგვიძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, თუ ევროპის ქვეყნებს გაზი დასჭირდებათ, მაგრამ არა რუსუილი გაზი, - განაცხადა მან.
შაბათს გამართული მოლაპარაკებისას ზელენსკიმ და სანდუმ დაადასტურეს, რომ აქვთ ვალდებულება და შესაძლებლობა უზრუნველყონ სასწრაფო და კონკრეტული გადაწყვეტილებები დნესტრისპირეთის რეგიონის მცხოვრებლების ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, კრიზისის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და ძირითადი სერვისების აღდგენისთვის და გამოთქვეს მტკიცე მზადყოფნა გადადგან ერთობლივი ნაბიჯები ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციისკენ, ენერგომომარაგების სტაბილურობისა და გარე გავლენისგან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
„ჩვენ არ მივცემთ რუსებს გამდიდრების უფლებას“, - განაცხადა ზელენსკიმ და განაგრძო:
„მივცემთ თუ არა აზერბაიჯანელებს ფულის შოვნის უფლებას? სიამოვნებით. დავეხმარებით სლოვაკებს? სიამოვნებით. ეს არის ის, რაც შეგვიძლია სწრაფად გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს და სწრაფად ავამოქმედოთ ის, როდესაც გვესმის სიგნალს ტირასპოლიდან და სლოვაკეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან“.
ექსპერტები ეჭვობენ, რომ აზერბაიჯანს შეუძლია უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მნიშვნელოვანი ახალი მოცულობის მიწოდება. მათი ვარაუდით, ბაქოსთან შეთანხმების შემდეგ ევროპა მიიღებს აზერბაიჯანულ გაზს, ეს უკანასკნელი კი წარმოქმნილ დეფიციტს რუსეთიდან მიღებული გაზის. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში ვოლოდიმირ ზელენსკის, როცა დაახლოებით ერთი თვის წინ აცხადებდა:
ჩვენ არ ვაპირებთ რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებას, „ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, გამოიმუშაონ ჩვენს სისხლზე დამატებითი მილიარდები“.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილი ჩეხი ეკონომისტი და ანალიტიკოსი ლუკაშ კოვანდა პლატფორმა X-ზე წერს:
„ზელენსკიმ კარგად იცის, რომ აზერბაიჯანულად ეტიკირებული გაზი ნაწილობრივ ან მთლიანად რუსული იქნება. სწორედ ამიტომ აკრძალა დეკემბერში ასეთი ტრანზიტი. მაგრამ ახლა მას წინააღმდეგი არ არის. რატომ?
როგორც ჩანს, რამდენიმე ფაქტორი ერთიანდება.
გუშინ, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა შეაჩეროს პრაქტიკულად ყველა საგარეო დახმარება, ანუ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დახმარება. მათ შორის უკრაინის დახმარება. ამიტომ, კიევმა კიდევ უფრო სასწრაფოდ უნდა მოძებნოს შემოსავლის წყაროები სხვაგან, მათ შორის შემოსავლები ტრანზიტის გადასახადებიდან.
ამავდროულად, აშშ-ის ეს ნაბიჯი ასუსტებს უკრაინის მოტივაციას

ამავდროულად, აშშ-ის ეს ნაბიჯი ასუსტებს უკრაინის მოტივაციას რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების გზით მოახდინოს ზეგავლენა ტრამპის ადმინისტრაციაზე“, - წერს კოვანდა და განმარტავს, რომ უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტით გამოწვეული დეფიციტის გამო აშშ-იდან ევროპაში მიწოდებული გაზის მოცულობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა უკრაინის მხრიდან აშშ-ის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯად უნდა წარმოჩენილიყო.
„მაგრამ გუშინ, ზელენსკიმ საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ ტრამპი არ აფასებდა მის ჟესტს. მაშ, რატომღა გარისკოს ან კიდევ უფრო მეტი შემოსავლის დაკარგვა ტრანზიტის გადასახადებიდან? მით უმეტეს, რომ ახლა გაჩნდა შესაძლებლობა, ვიფიქროთ, კიევი ტრანზიტს დაუშვებს, უპირველეს ყოვლისა, სოლიდარობის გამო მოლდოვასთან, რომელსაც რუსეთმა ამ ახალ წელს გადაუკეტა გაზის ონკანები.
თუმცა, ზელენსკიმ შესაძლოა დაუთმო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანსაც, რომელიც გუშინ დაემუქრა, რომ ვეტოს დაადებდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას უკრაინის გავლით ტრანზიტის აღდგენის გარეშე.
ვეტო ასევე მოასწავებს რუსეთის სავალუტო რეზერვებზე არსებული სანქციების გაუქმებას. მათი გაყინვის წყალობით, დასავლეთი გასული წლიდან უწევს უკრაინას ფინანსურ დახმარებას და ეს დახმარება რუსული რეზერვიდან შემოსული თანხებით არის გარანტირებული“, - წერს კოვანდა.
Ukrajinský prezident Zelenskyj loni v prosinci zakazoval tranzit nejen ruského plynu, ale také plynu z Ruska, včetně tedy plynu, který by předtím do Ruska doputoval z Ázerbájdžánu (viz obrázek).
— Lukáš Kovanda (@LukasKovanda) January 25, 2025
V tomto tedy dnes otočil. Protože říká, že s potěšením bude přes Ukrajinu na… pic.twitter.com/ioNOhA54Vi