თუ უკრაინელებს სურთ დახმარება, მაგალითად, ევროკავშირის მხრიდან რუსებისთვის სანქციების დაწესება, მაშინ მათ უნდა განაახლონ გაზის მარშრუტი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, მათ შორის უნგრეთს, ამ გაზის უკრაინის გავლით იმპორტის საშუალება მისცენ, - განაცხადა Kossuth Radio-სთან ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა.
უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტს შეწყვეტის შემდეგ უნგრეთის როლი რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმ გარემოებით არის გამოწვეული, რომ რუსული გაზი ევროპაში თურქული ნაკადის მეშვეობით მიეწოდება.
სწორედ ამიტომ უცნაურიც კი ჩანს, რომ ორბანი უკრაინის მიმართ მკაცრ ტონს იყენებს და ამბობს: თუ უკრაინას თავისთვის სიკეთე უნდა, მაშინ დაარეგულიროს ურთიერთობები სლოვაკეთთან, დაარეგულიროს ურთიერთობა უნგრეთთან, გამოიჩინოს პატივისცემა და მოიქცეს ევროკავშირის წევრივით, მოიქცეს როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
უნგრული მედია აღნიშნავს, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების შემდეგ ავსტრია კი არა, უნგრეთი გახდა მთავარი მოთამაშე, რადგან სწორედ აქედან ნაწილდება თურქეთ-ბულგარეთ-სერბეთის გავლით უნგრეთში შესული რუსული გაზი ავსტრი-ჩეხეთ-სლოვაკეთზე, მაგრამ უნგრეთის ხელისუფლებას აწუხებს უსაფრთხოების საკითხი და ამბობს, რომ ერთ მილსადენით გაზის მიღებას, სჯობს ორი მილსადენით მიღება.
ორბანის თქმით, უკრაინელები ენერგოუსაფრთხოების კუთხით ვერ „თამაშობენ“, რადგან არსებობს ალტერნატიული მარშრუტი, თუმცა, რასაც აკეთებენ, ზრდის მიმართულებით მოქმედებს ფასებზე.
მან მაგალითად ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები და ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის ფასები მოიყვანა და თქვა, რომ სანქციების სისტემა საკმაოდ ცუდია, განსაკუთრებით უნგრელებისთვის და ამის მიუხედავად, უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, თუმცა იყო შეთანხმება დათმობებზე უნგრეთისთვის.
უნგრეთმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ბრიუსელის სანქციების გამო 19 მილიარდი ევრო დაკარგა. „თუ ამას უნგრულად ვთარგმნი, ეს არის 7500 მილიარდი ფორინტი. ეს არის ძალიან დიდი თანხა, ბევრად მეტი, ვიდრე უნგრელი ხალხი უხდის უნგრეთის ხაზინას წელიწადში საშემოსავლო გადასახადის სახით“.
სანქციების გახანგრძლივების საკითხი ახლა ბრიუსელში დღის წესრიგშია და მე ხელის მუხრუჭი შეიძლება ამოვწიო. უნგრეთისთვის შეუძლებელია სანქციებზე ასეთი პროპორციით გადაიხადონ, უკრაინამ კი ჩვენი ენერგეტიკულ სექტორს შეუქმნას პრობლემები.
ჩვენ ვიმკით სანქციების ეკონომიკურ შედეგებს, რათა დავეხმაროთ უკრაინას, ისინი კი დაგვცინიან, - თქვა ორბანმა და თავის მოთხოვნები სამ პუნქტად ჩამოაყალიბა:
თუ უკრაინელებს სურთ დახმარება, მაგალითად, ჩვენგან რუსებზე სანქციების დაწესება, მაშინ მათ კვლავ უნდა უნდა დაუშვან გაზის ტრანზიტი და მისცენ მათთვის საჭირო რაოდენობის გაზის შესყიდვის საშუალება ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, უნგრეთს;
„მეორე, არ უნდა შეუტიონ ყველა სახის სამხედრო საშუალებებით იმ მარშრუტს, რომლითაც ჩვენ ვიღებთ გაზს" (უნგრული მედია წერს, რომ ორბანი გულისხმობდა 13 იანვრის შეტევას
რუსეთის ტერიტორიის იმ სასაზღვრო პუნქტზე, საიდანაც რუსული გაზი სამხრეთით მარშრუტით მიდის ევროპაში);
და ბოლოს, ვიქტორ ორბანს სურს, რომ უკრაინელებმა მისცენ გარანტია, რომ „რაც ახლა გაზთან დაკავშირებით მოიმოქმედეს, იმავეს არ გაიმეორებენ" ნავთობთან მიმართებით, რადგან უკრაინაზე ნავთობსადენიც გადის და ეს სერიოზული რისკია უნგრეთისთვის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას X-ზე შეეხმიანა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
„თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მართლა დაბლოკავს ევროპულ სანქციებს, ნათელი გახდება, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის ამ დიდ თამაშში, ის პუტინის და არა ჩვენ გუნდში თამაშობს"- დაწერა მან.
If @PM_ViktorOrban really blocks European sanctions at a key moment for the war, it’ll be absolutely clear that in this big game for the security and future of Europe, he is playing in Putin’s team, not in ours. With all the consequences of this fact.
— Donald Tusk (@donaldtusk) January 25, 2025