ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება.
„მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ, მე დავთანხმდი, რომ მექსიკას არ მოეთხოვება ბაჟის გადახდა არაფერზე, რაც შეერთებულ შტატები-მექსიკა-კანადის შეთანხმებაშია. ეს ხელშეკრულება ძალაშია 2 აპრილამდე. მე ეს კომპრომისის სახით და პრეზიდენტ შეინბაუმის პატივისცემის გამო გავაკეთე. ჩვენ შორის ურთიერთობა იყო ძალიან კარგი და ჩვენ ერთად ვმუშაობთ საზღვარის გავლით შეერთებულ შტატებში არალეგალურად უცხოელების შემოღწევის თავიდან აცილების და ფენტალინის შემოტანის პრევენციის მიმართულებით. მადლობა პრეზიდენტ შეინბაუმს მისი შრომისა და თანამშრომლობისთვის!"- წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი