ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დღეს, გრინვიჩის დროით 01:00 საათზე დაწყებული ერისადმი მიმართვის დროს გააკეთა
აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა ეკონომიკური სირთულეები, რასაც ბევრი ამერიკელი განიცდის ბენზინგასამართ სადგურებზე, რადგან ბენზინის ფასები ომამდელ დონესთან შედარებით 25 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
ტრამპის თქმით, რომ ფასების ზრდა მხოლოდ დროებითია.
„ბევრი ამერიკელი შეშფოთებულია ბენზინის ფასების ბოლოდროინდელი ზრდით აქ, სახლში“, - თქვა მან დასძინა, რომ „ეს მოკლევადიანი ზრდა მხოლოდ ირანის რეჟიმის მიერ მეზობელ ქვეყნებში კომერციული ნავთობტანკერების წინააღმდეგ განხორციელებული გიჟური ტერორისტული თავდასხმების შედეგია, რომლებსაც კონფლიქტთან არაფერი აქვთ საერთო. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ირანს არასდროს არ უნდა მიენდოს ბირთვული იარაღი“.




