ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გვიან ღამით დაწერა.
დონალდ ტრამპის თქმით, შეთანხმების შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდ ბიზნესს შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდებიან.
"ვიმედოვნებ, რომ რუსეთი და უკრაინა ამ კვირაში გარიგებას დადებენ. შემდეგ ორივე დაიწყებს დიდ ბიზნესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყვავის, და დიდ ქონებას დააგროვებენ!", - წერს ტრამპი.