შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურება.
„მშვიდად განისვენე, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს იგი და ყველა, ვისაც ის უყვარდა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.