დონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის მაღალ დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ირანს არ შეიძლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„მე ძალიან მარტივად ვემხრობი იმას, რომ ირანს არ გააჩნდეს ბირთვული იარაღი. მინდა, ირანი იყოს დიდებული, კეთილდღეობით და შესანიშნავი. ირანს არ შეიძლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეს და თუ ექნებათ ბირთვული იარაღი, ძალიან უკმაყოფილო იქნებით, ყველა უკმაყოფილო იქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ირანის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები, ომანის შუამავლობით, 19 აპრილს, რომში გაიმართება.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირანისგან, ურანის გამდიდრებისა და ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის გაუქმებას მოითხოვს.
თარგმანი: პირველი არხი