აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox & Friends-თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიის სახით, უკრაინაში გაგზავნილ ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს, თუმცა, მან ადგილზე ამერიკელი სამხედროების განლაგება გამორიცხა.
თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეორე დღეს ტრამპმა Fox-ს განუცხადა, რომ აშშ-ს ძალებმა შესაძლოა, დახმარება გაუწიონ უკრაინის მოკავშირეებს სამომავლოდ რუსეთის თავდასხმის აღკვეთაში.
"რაც შეეხება უსაფრთხოებას, ევროპელები მზად არიან, ადგილზე ადამიანები გაგზავნონ," აღნიშნა ტრამპმა.
"ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით, სავარაუდოდ ვსაუბრობ საჰაერო ნაწილზე, რადგან არავის გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს," დაამატა მან. ტრამპის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ეს პრობლემა იქნება.
ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკელ სამხედროებს უკრაინაში "საზღვრის დასაცავად" არ განალაგებს.