აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.

"ვფიქრობ, პუტინს ჩემთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს. ასე რომ, ვიტყვი, რომ ერთ ან ორ კვირაში გავიგებთ, შევძლებთ თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას და შევძლებთ თუ არა ამ ხოცვა-ჟლეტის დასრულებას. ეს ყველას გვაინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ არსებობს ორი მხარე, რომელთაც სურთ ამ კონფლიქტის დასრულება და ვნახოთ, რას გავაკეთებთ.

ასეთი ნაბიჯები ყოველ კვირას ასობით სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა მშვიდობა დაამყაროთ," - განაცხადა ტრამპმა.