თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა დაიწყო.

დონალდ ტრამპის თქმით, დიდი პატივია ევროპელი ლიდერების თეთრ სახლში ყოფნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან წარმატებული დღე იყო.

რაც შეეხება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ტრამპის თქმით, პუტინი თანახმაა ამაზე.

„მე მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა, რომ რუსეთი მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ვფიქრობ, ევროპული ქვეყნები იღებენ ტვირთის დიდ ნაწილს. ჩვენ დავეხმარებით მათ და ძალიან უსაფრთხოს გავხდით“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის ვაშინგტონში ლიდერებთან დღეს განიხილავს, არის, თუ ვინ რას გააკეთებს.

„ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ტერიტორიების შესაძლო გაცვლა. გავითვალისწინოთ ამჟამინდელი შეხების ხაზი. ეს ნიშნავს ომის ზონას, ომის ხაზებს, რომლებიც ახლაა, საკმაოდ აშკარა, ძალიან სამწუხაროა, რეალურად, მათი ყურება და მოლაპარაკებების პოზიციები“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

თარგმანი: პირველი არხი