არაბული საინფორმაციო სააგენტო „ალ ჯაზირა“ მკითხველს ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო „ტასნიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჰორმუზის ყურეში გემების გავლაზე დაწესებული მოთხოვნების შესახებ აუწყებს.
ნახევრად ოფიციალური ირანული საინფორმაციო სააგენტო ტასნიმი „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით, იტყობინება, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების გავლისთვის სამი პირობა წაუყენა:
გავლა მხოლოდ კომერციულ გემებს შეუძლიათ; სამხედრო გემებს - ეკრძალებათ.
გემები ირანის მიერ დადგენილ მარშრუტს უნდა მიჰყვებოდნენ.
„გემების გავლა ამ გავლაზე პასუხისმგებელ ირანულ ძალებთან უნდა იყოს კოორდინირებული“.
ალ ჯაზირა ასევე აღნიშნავს, რომ ირანის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაგმო „მტრის უსაფუძვლო განცხადებები“.
ირანის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სეიედ მეჰდი ტაბატაბაიმ მკვეთრად დაგმო „მტრის უსაფუძვლო განცხადებები“ მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტის აღარასდროს დაკეტავს.
ჰორმუზის სრუტის ნაწილის პირობითი და შეზღუდული გახსნა ექსკლუზიურად ირანის ინიციატივაა, რომელიც განპირობებულია მისი პასუხისმგებლობის გრძნობით და ემსახურება პრინციპებისადმი მოწინააღმდეგის სიმტკიცის გამოცდას. მათი მხრიდან პირობების დარღვევას მძიმე შედეგები მოჰყვება. - განაცხადა ტაბატაბაიმ Channel X-ის ეთერში.
მან ასევე მიანიშნა, რომ ტრამპის განცხადებები „მიზანი იყო ირანელი ხალხისთვის სიამაყის გრძნობის წართმევა მათი მტკიცე თავდაცვის წყალობით მიღწეული დიდი გამარჯვებების გამო“.




