ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) დარღვევა დაადგინა ეფექტიანი გამოძიების ნაწილში.

საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას ეხებოდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს რამდენიმე განმცხადებლის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.

"კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლებს შემდეგი თანხები უნდა გადაუხადოს:

15 000 ევრო (თხუთმეტი ათასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დაეკისროს ამ თანხას, ბ-ნ ქურდოვანიძეს, ქ-ნ გომურს, ბ-ნ სულაშვილს და ბ-ნ ჩანქსელიანს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება;

5000 ევრო (ხუთი ათასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, ამ თანხას დაეკისროს, ბ–ნ ცაავას, ბ-ნ კმუზოვს, ბ-ნ სვანაძეს, ქ–ნ ბაღაშვილს, ქ–ნ ნემსაძეს, ქ-ნ ვახტანგაძეს, ქ-ნ ხოზრევანიძეს, ბ-ნ კოშკაძეს, ბ-ნ მურადოვს, ბ-ნ ჭუმბურიძეს, ქ-ნ აბაშიძეს, ბ-ნ დიასამიძეს, ბ-ნ შეყილაძეს, ბ-ნ ფოჩხიძეს, ბ-ნ გიორგაძეს, ბ-ნ შარვაშიძეს, ბ-ნ დიდბერაშვილს და ბ-ნ ბერიკაშვილს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება;

1,800 ევრო (ათას რვაასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, ამ თანხას დაეკისროს, ბ-ნ ხვადაგიანს და ბ-ნ ჩიკვილაძეს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება".

მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებით ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის – მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეულის წარმომადგენლის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით.