აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ 22 იანვარს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
"ხუთშაბათს პუტინს უნდა შევხვდეთ", - განაცხადა უიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში.
შეხვედრის ადგილმდებარეობა არ დაკონკრეტებულა. კრემლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე.
სტივ უიტკოფი პუტინს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ექვსჯერ შეხვდა.








