აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ კვირას ბერლინში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
"ბერლინში პრეზიდენტ ზელენსკის, სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს, ჯარედ კუშნერს და აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წარმომადგენლებმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის, ეკონომიკური პროგრამებისა და სხვა საკითხების სიღრმისეული განხილვა გამართეს. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და ისინი ხვალ დილით კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Х-ზე ქვეყნდება.
READOUT FROM U.S.-UKRAINE TALKS IN BERLIN, GERMANY:
— Special Envoy Steve Witkoff (@SEPeaceMissions) December 14, 2025
The meeting in Berlin between President Zelenskyy, Special Envoy Witkoff, Jared Kushner, and delegations from the United States and Ukraine lasted over five hours. Representatives held in-depth discussions regarding the… pic.twitter.com/G7breh5Gab








