სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. მონაწილეობას ასევე იღებენ: "ძლიერი სომხეთის" წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, "სომხეთის ალიანსი" და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა".

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს.