სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი თქმით, ხმა მისცა სომხეთის მშვიდობიან და სტაბილურ მომავალს.
"ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს", – განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.
დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ორი საათისთვის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 8%-ით მეტია.




