სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თეთრ სახლში მივიდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტსა და შარაას შორის შეხვედრა უკვე დაიწყო.

როგორც სააგენტო იტყობინება, შარაა თეთრ სახლში გვერდითა შესასვლელიდან, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების შეუმჩნევლად შევიდა.

შეგახსენებთ, რომ სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება ჰაიათ ტაჰრირ-ალ-შამს ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.

თარგმანი: პირველი არხი