ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.
ნორჩეპინგში, სიოდერლედის ევანგელისტური ეკლესიის სპილენძის სახურავი მოიპარეს. შვედური მედიის ინფორმაციის თანახმად, ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა ეკლესიის სპილენძის სახურავი, მთლიანობაში 160 კვადრატული მეტრი, შაბათიდან კვირის ღამით მოიპარა.
ეს ქურდობა შვედეთში ბოლო თვეებში მომხდარი სპილენძის ქურდობის სერიიდან მხოლოდ ერთ-ერთია. პოლიცია ვარაუდობს, რომ სპილენძის ქურდობის შემთხვევების სიმრავლე კავშირშია წლევანდელ სპილენძის ფასის ზრდასთან. ფასმა წელს 10%-ით მოიმატა, - წერს შვედური პრესა.