ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

სამშაბათს დილიდან შეჩერებულია როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლების მოძრაობა გეტებორგიდან ჩრდილოეთისკენ, კერძოდ, ელვენგენის, ვენერსბორგის და  კარლშტადის მიმართულებით.  

შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი ლიანდაგზე სპილენძის ქურდობის რამდენიმე შემთხვევა გახდა. ამჟამად სარკინიგზო ხაზის შემოწმება და შეკეთება ამჟამად მიმდინარეობს.

სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, ხვალ დილით 4 საათზე დაიწყება და თანდათანობით აღდგება ყველა მიმართულებით.

სპილენძის ქურდობა შვედეთის მედიის ყურადღების საგანი ადრეც არაერთხელ გამხდარა.  ქურდები არა მხოლოდ სარკინიგზო ხაზებიდან, არამედ ეკლესიებიდანაც იპარავენ სპილენძს.