ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შვედეთის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, სპილენძის ქურდობის გამო მატარებლის მოძრაობა სეტერსა და ბურლანგეს შორის კვლავ შეჩერებულია.  

გასულ პარასკევს, რკინიგზაზე სპილენძის ქურდობამ სეტერსა და ბურლანგეს შორის მატარებლების მოძრაობა შეაჩერა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ოთხი ადამიანის დაკავება 30 წუთის შემდეგ მოახერხა, თუმცა ქურდობის შედეგად წარმოშობილი პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა და დღეს, ორშაბათს, სტოკჰოლმიდან ფალუნის მიმართულებით მატარებლები კვლავ დროში 40 წუთით დაგრძელებული გზით მოძრაობენ.  

შვედეთის ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ლიანდაგებიდან  სპილენძის მავთული ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა ადგილებში მოიპარეს და ზოგან სატრანსპორტო ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაობა სპილენძის მავთულის ქურდობისთვის ნაკლებად მიმზიდველი ალუმინის მავთულით ჩანაცვლებაზე.