ამის შესახებ შვედეთის პოლიცია თავის ოფიციალურ საიტზე ავრცელებს ინფორმაციას.

შვედეთის პოლიციის ცნობით, გასულ წელს შვედეთის ცენტრალურ რეგიონში ეკლესიებიდან სპილენძის წყალსაწრეტი მილების ქურდობის 50 შემთხვევა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 4 იანვარს პოლიციამ ცენტრალურ გზამდე არმისულ, თოვლში ჩაფლულ მანქანაში სპილენძის რამდენიმე მილი ნახა, იეჭვა, რომ ეს ის მილები იყო, რომელიც იქვე ახლოს მდებარე პატარა დასახლებაში არსებული ეკლესიიდან მოიპარეს და მძღოლიც და მგზავრიც დააკავა. საფუძვლიანი ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ უბის წიგნაკის რამდენიმე გვერდზე მიაკვლია ჩანაწერებს ეკლესიების, მათ შორის, ისეთი ეკლესიების სახელებით, რომლებიდანაც სპილენძის წყალსაწრეტი მილები იყო მოპარული.

პოლიციის ვებგვერდის თანახმად, სასამართლომ 60 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი დამნაშავედ ცნო ქურდობის ექვს ეპიზოდში და თითოეულ მათგანს პირობითი სასჯელი და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა.

შვედური პრესის ინფორმაციით, სპილენძის წყალსაწრეტი მილების, ზოგჯერ კი ასევე სპილენძის წყალსადინარი ღარების და მეხამრიდის ქურდობა დიდი ხანია, რაც შვედეთის ეკლესიებისთვის პრობლემად იქცა და ზოგიერთ ეკლესიას მცირე ღირებულების მქონე და ქურდებისთვის ნაკლებად მიმზიდველი მასალის გამოყენებისკენ უბიძგა