ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება.
მისი თქმით, აშშ-მა ქართველი ხალხის დახმარება უნდა განაგრძოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ აღარ უნდა ისარგებლოს ამერიკული მხარდაჭერით.
"ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შენების გზაზე. აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას, მაგრამ საქართველოს მთავრობამ აღარ უნდა ისარგებლოს აშშ-ის მხარდაჭერით" - წერს სენატორი ჯიმ რიში.
With this move, the Georgian gov't has taken a firm step away from building a free and democratic society. While the U.S. will continue to support the Georgian people, their gov't should no longer enjoy the support of the United States. https://t.co/yQ4lI6PRvB
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) May 28, 2024