ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით. ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე", – ნათქვამია განცხადებაში.