3 ივნისის დილის საათებში უკრაინამ რუსეთის ლენინგრადის ოლქში სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დრონებით იერიში მიიტანა, რაც დაემთხვა ქალაქში დაგეგმილი 2026 წლის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნას, რომელიც ვლადიმირ პუტინის მასპინძლობით იმართება.
ადგილობრივებმა უკრაინული დრონებით იერიშების ამსახველი კადრები გაავრცელეს, რომელშიც აფეთქებების ხმა ისმის და ნავთობტერმინალზე გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩანს.
დამოუკიდებელი რუსული Telegram არხის, Astra-ს შეფასებით, დრონებით დარტყმამ სანქტ-პეტერბურგი ნავთობტერმინალზე, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსაწყობსა და საექსპორტო ობიექტს წარმოადგენს, ხანძარი გამოიწვია.
რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, დრონებით თავდასხმის გამო სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში თითქმის 30-მდე რეისი ორი საათით გადაიდო, ხოლო 9 რეისის გადამისამართება გახდა საჭირო.








