სამხრეთ კორეის პოლიციამ განაცხადა, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლის ქვეყნის დატოვება აეკრძალოს, გასულ კვირას საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამოძიების ნაწილთან დაკავშირებით.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატის, აჯანყებისა და ძალაუფლების გადამეტების გამოძიების საქმეში ფიგურირებს.
პოლიციის სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუნისთვის ჯერ არ აუკრძალავთ ქვეყნიდან გასვლა, რადგან პოლიციას მანამდე „აუცილებელი მასალების მოგროვება“ სჭირდება.
პოლიცია არ გამორიცხავს იუნის ორდერის გარეშე დაკავების შესაძლებლობას შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.