სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები - მდინარე ტეხურზე, ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი, ღირებულებით - 1 654 963 ლარი.
სამუშაოების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ადგილზე გაეცნენ.
პარალელურად, ხიდის მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საცხვიტავოს უბანში, ღირებულებით - 858 889 ლარი.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 4 420 000 ლარის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 53 ინფრასტრუქტული პროექტი ხორციელდება, რომელთაგან, პროექტების დიდი ნაწილი დასრულებულია.
მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები, ნაპირსამაგრი გაბიონები, შიდა საუბნო საგზაო ინფრასტრუქტურა, სახიდე გადასვლელები.