დაბა ურეკში, 25-ე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და იგება 700 მეტრი სიგრძის გზა. სამუშაოების ღირებულება 545 208 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის პროცესს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
„განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და დაბა ურეკში, წვერმაღალას ტერიტორიაზე 25-ე ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოების ფარგლებში, გზასთან ერთად, მოეწყო სანიაღვრე არხები. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.