აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას სანქციებს დაუწესებს, თუ ისინი შეიარაღების მიწოდების შესახებ შეთანხმებას დადებენ.
„ჩვენ უკვე მივიღეთ რიგი ზომები იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც შუამავლობდნენ იარაღის გაყიდვას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის და დამატებით ზომებს მივიღებთ, თუ საჭირო გახდება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
13 სექტემბერს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრები რუსეთში, კოსმოდრომ „ვასტოჩნიზე“ გამართეს.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური სატელიტების აგებაში დაეხმარება. იარაღის შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე ჯერ კომენტარი არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია.