აშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებით ემუქრება, თუ ფხენიანი მოსკოვს იარაღს გაუგზავნის. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
გვსურს, შევახსენოთ ორივე მხარეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა იქნება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებდით სანქციებს პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის ომს, გავაგრძელებთ მათ გამოყენებას და უყოყმანოდ დავაწესებთ ახალ სანქციებს, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა მილერმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეას–რუსეთის ურთიერთობების გააქტიურება, მიუთითებს იმაზე, რომ კრემლს სამხედრო თვალსაზრისით პრობლემები აქვს და დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან ეძებს.