ამის შესახებ ინფორმაციას 20minutes ავრცელებს.

აღმოსავლეთ პირინეების დეპარტამენტის პრეფექტურამ, კომუნა პრუნანის ქარის ტურბინის ძირში წითელ წიგნში შეტანილი თეთრთავა ორბის დანაწევრებული ლეშის პოვნის შემდეგ, ქარის ელექტროსადგურის დღის საათებში მუშაობა შეაჩერა.

ქარის ელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამუშავება გარკვეული ტიპის მოკვლევის ჩატარების და შეჯახების რისკის შესამცირებელი დამატებითი ზომების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

პრუნანის მიმდებარე გალამუსის ხეობაში ქორისებრთა ოჯახის საფრანგეთში მობუდარი ოთხი სახეობიდან სამი - თეთრთავა ორბი, ფასკუნჯი და ბატკანძერი - გვხვდება. მათგან ორი, ფასკუნჯი და ბატკანძერი, საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი.

ლანგედოკ-რუსილონის ადმინისტრაციული რეგიონის ორიენტოლოგიური ჯგუფის ცნობით, ევროპაში, ქარის ტურბინებთან შეჯახებას 2000 თეთრთავა ორბი ემსხვერპლა, საფრანგეთში, ძირითადად, ოქსიტანიაში კი - 50.