თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადას იუბილეს ულოცავს.

როგორც ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, „პირველი ქვეითი ბრიგადა არის ერთ-ერთი პირველი, გამორჩეული საბრძოლო ისტორიის მქონე ქვედანაყოფი და ჩვენი ჯარის სიძლიერის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი“.

„ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ყველა მოქმედ და ყოფილ პირველ ქვეით ბრიგადელს, რომლებიც ერთგულად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

პირველი ქვეითი ბრიგადა არის ერთ-ერთი პირველი, გამორჩეული საბრძოლო ისტორიის მქონე ქვედანაყოფი და ჩვენი ჯარის სიძლიერის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი. ქედს ვიხრი ბრიგადის ყველა დაღუპული სამხედროს ხსოვნის წინაშე, რომლებიც გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

გენერალურ შტაბთან და სამეთაურო რგოლთან ერთად მომავალში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ბრიგადის მზადყოფნას, მის შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას.

პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი და ნიკოლოზობა მივულოცე. მინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის 2025 წელი მშვიდობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წელი იყოს! სამხედროებთან ერთად ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზნებს და წარმატებით შევასრულებთ ქვეყნის გასაძლიერებლად დასახულ ყველა ამოცანას!“,- აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.