აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ასეთი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებელი კორპორაციისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოზე საუბრის ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო არის  ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარი. 

„ვხედავ, რომ საქართველოში მდგომარეობა სტაბილური ხდება და ჩვენ ამით მოხარულები ვარ. საქართველო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია. ჩვენი ხალხები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და ჰარმონიაში და საქართველოს დესტაბილიზაცია ან დესტაბილიზაციის საფრთხე, რამდენადაც საზიანოა საქართველოსთვის, იმდენადვეა  აზერბაიჯანისთვისაც. ამიტომ, ჩვენი მხრივ, ვისწრაფვით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში ვითარება პოლიტიკურ ჭრილში იყოს სტაბილური და საქართველო წარმატებით განვითარდეს“, - თქვა ალიევმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გარე გავლენებზე, რაც საქართველოსთან მიმართებით არის ცნობილი.

„აღმოჩნდა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებას იღებს. და, ალბათ. ათეულ ათასობით, თუ მეტი არა, არიან ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ ან იღებენ ანაზღაურებას. და ჩვენ ვიცით ეს რაც არის. იმიტომ, რომ იყო პერიოდი აქ, ჩვენ ქვეყანაში, როცა გრანტიჭამიები და გრანტის გამცემები თავს გალაღებულად გრძნობდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ. და ამიტომ, ნებისმიერი სტრუქტურის მიერ გაცემული გრანტი, იქნება ეს აზერბაიჯანული თუ უცხოური, უნდა დარეგისტრირდეს და  შესაბამისი ორგანოები შეხედავენ დაუშვან თუ არ დაუშვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, დახმარება ძალდატანებითი არ უნდა იყოს და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში რითაც დარჩება, ერთი - ეს არის შემოჩენა.

„აი, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ. და ჩვენ ვამბობთ: გმადლობთ, არ არის საჭირო. არა, მაგრამ ჩვენ გვინდა. მათ აქვთ სტრუქტურა „იუსაიდის", რომლითაც სურთ დაგეხმარონ, მაგრამ რატომღაც არა იქ, სადაც საჭიროა", - თქვა ალიევმა და დასძინა, რომ, მისი აზრით, ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრძალავს „იუსაიდს".

საქართველოზე საუბრის დასასრულს ილჰამ ალიევმა კავკასიისთვის ბრძოლაში მის მნიშვნელობა აღნიშნა და თქვა:

„ასე რომ, საქართველოს საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ის ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჩანს. ვფიქრობ, ამიტომ არიან ისინიც, ვისაც ჩვეულებრივ უშვებენ წინ, რათა მათ, ვგულისხმობ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები და ასე შემდეგ, ამიტომაა ეს ყველაფერიც. იმიტომ რომ, თუ შეიძლება ასე ვთქვა ანალოგიით, ეს არის ბრძოლა კავკასიისთვის. სომხეთი გასაგებია, სად მიდის. მან არსებითად დატოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დე ფაქტო. ჩვენი მონაცემებით, გადამოწმებულით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დე იურე არ ტოვებენ, არის ის, რომ მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ დასტური სახელმწიფო დეპარტამენტისგან. როგორც კი მიიღებენ, წავლენ. აზერბაიჯანი დამოუკიდებელი და საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ამიტომ, საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტორია კავკასიისთვის ბრძოლაში. როგორი იქნება ის? იქნება ის ტრადიციული, ჩვენს კავკასიურ ღირებულებებზე დაფუძნებული?"