აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ასეთი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებელი კორპორაციისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

ილჰამ ალიევის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში რითაც დარჩება, ერთი არის შემოჩენა.

„აი, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ. და ჩვენ ვამბობთ: გმადლობთ, არ არის საჭირო. არა, მაგრამ ჩვენ გვინდა. მათ აქვთ სტრუქტურა „იუსაიდის", რომლითაც სურთ დაგეხმარონ, მაგრამ რატომღაც არა იქ, სადაც საჭიროა", - თქვა ალიევმა.

„მათ აჩემებულად სურთ დახმარება, მაგრამ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, როგორც იტყვიან, ზრდასრული ადამიანები ვართ და გვესმის ყველაფერი. ამიტომაც მოვაწესრიგეთ ჩვენ ეს ყველაფერი აქ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედიის დაფინანსება უცხოური წყაროდან ერთი პროცენტითაც არ შეიძლება. მათ არ შეუძლიათ. <უნდა დაფინანსონ?> რატომ ? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში, მათ რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია? ისინი თავიანთი ქვემდებარე რესურსებით, როგორიცაა „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“, ისედაც დღედაღამ ლაფს ასხამენ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, ჩრდილს აყენებენ სომხეთთან <ომში> გამარჯვებას. მგონია, რომ საქართველოში გარკვეული დრო დაიკარგა ამის მოსაგვარებლად და როცა ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელი უკვე ცოტათი წინ იყო წასული" - განაცხადა ალიევმა.