საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ოთხი პირი დააკავა. Le Parisien-ის ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი რელიკვიების ქურდობაში უშუალოდ მონაწილეობდა. ის ერთთვიანი თვალთვალის შემდეგ აიყვანეს, პროკურატურა მას შეთქმულებასა და ძარცვაში ადანაშაულებს.

საქმეზე კიდევ სამ დაკავებულს შორისაა ორი ქალი და ერთი მამაკაცი. ისინი 31-დან 40 წლამდე ასაკის არიან.

ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი, რომელიც ლუვრის აპოლოს გალერეიდან 19 ოქტომბერს მოიპარეს.