გია კვასტიანმა ტურნირის მონაწილეებს ასპარეზობებში წარმატებები უსურვა. წყალტუბოელ ხელბურთელს ლუკა სინაურიძეს სპეციალური პრიზი გადასცა როინ მეტრეველის ქალიშვილმა, ნათია მეტრეველმა. წყალტუბოში როინ მეტრეველის სახელობის საერთაშორისო ხელბურთის ტურნირში 13 გუნდი მონაწილეობდა.

გოგონათა შორის პირველ ადგილზე ბათუმის, მეორეზე - გორის, ხოლო მესამეზე სამტრედიის ხელბურთის გუნდი გავიდა. ვაჟებს შორის ფინალური შეხვედრა გაიმართა ქალაქ კიშინოვისა და ქალაქ წყალტუბოს გუნდებს შორის. ტურნირის გამარჯვებული მოლდოველი ხელბურთელები გახდნენ, მეორე და მესამე ადგილები წყალტუბოსა და სამტრედიის გუნდებმა დაიკავეს. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები, დიპლომები და თასები გადაეცათ. ტურნირი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.