კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძემ, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან - დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა.
მათ მუზეუმის მდგომარეობა შეაფასეს და მუზეუმოგრაფიის პროცესის ეფექტიანად განხორციელებაზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მუზეუმების განვითარების პროცესის ფარგლებში, საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას - ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა.
ონის მუზეუმი უნიკალური ექსპონატების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განთავსების საშუალებას იძლევა.








