პარიზის სასამართლომ ლუვრის ძარცვის საქმეზე კიდევ ორ პირს წარუდგინა ბრალდება.
დაკავებულნი არიან 38 წლის ქალი და 37 წლის კაცი. მათი სახელები არ ხმაურდება. ეჭვმიტანილები ბრალს უარყოფენ.
სულ მუზეუმის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით, გასულ ორ კვირაში დააკავეს 7 ადამიანი, მათგან სამი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს.
სამართალდამცველების თქმით, ძებნილია კიდევ ერთი ადამიანი.
ცნობისთვის, საფრანგეთის მთავარი მუზეუმი 19 ოქტომბერს გაძარცვეს. ძარცვა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, ქურდების სამიზნე ლუვრის აპოლოს გალერეა გახდა, რომელშიც საფრანგეთის სამეფო ძვირფასეულობა ინახებოდა.








