საფრანგეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალი 152-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად ცნო. 

ახლახან, ნიუ-იორკში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საუდის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს, განაცხადა, რომ საფრანგეთი ოფიციალურად ცნობს პალესტინის სახელმწიფოს.

ვარაუდობენ, რომ დღესვე პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად ცნობენ ანდორა, ბელგია, ლუქსემბურგი, მალტა და სან-მარინო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარესკანადამ, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და პორტუგალიამ, სულ, „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კი პალესტინის დამოუკიდებლობა 14 ქვეყანამ ცნო და დღეს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაეროს წევრი 152 ქვეყანა აღიარებს.

გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან იმ 41 ქვეყანას შორის, რომლების არ ცნობენ პალესტინას, არიან აშშ, მექსიკა, ახალი ზელანდია, იაპონია, კორეა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტიდან. აგრეთვე არ ცნობს პალესტინას, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ფინეთი, შვეიცარია, დანია, ავსტრია, ხორვატია, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, ბელგია, ანდორა, ლუქსემბურგი, მალტა, სან-მარინო