საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დეკლარაციის ხელმოწერა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
დოკუმენტის ხელმოწერამდე პრეზიდენტის სასახლეში შედგა შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის.




