საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმიანება.

"ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას!

ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.

 ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!" - წერს საფრანგეთის საელჩო.